ფეხბურთი

18:47 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, იგორ პროტი გარდაიცვალა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი იგორ პროტი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა.

პროტი ბოლო ხანებში სიმსივნით იყო დაავადებული, რომლის დამარცხება ვერ მოახერხა.

იგორ პროტიმ „რიმინიში“, „მესინაში“, „ლივორნოში“, „ბარიში“, „ლაციოში“, „ნაპოლიში“, „რეჯინაში“ და ისევ „ლივორნოში“ ითამაშა, სადაც 2005 წელს კარიერა დაასრულა.

1995-1996 წლების სეზონში 24 გოლით ჯუზეპე სინიორისთან ერთად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი სერია B-ში გავარდა.

პროტიმ სერია A-ში სულ 144 მატჩი ითამაშა და მეტოქეთა კარში 48 გოლი გაიტანა. უმეტესი ნაწილი მან სერია B-ში გაატარა, სადაც 263 თამაშში თავი 100-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089506