ფეხბურთი

19:59 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში საჩივარი შეიტანა

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში შიმონ მარჩინიაკის და მისი ბრიგადის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ალჟირელები არგენტინასთან მატჩში მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო არიან. საქმე ეხება ორ ეპიზოდს.

პირველი 31-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო და ლიონელ მესიმ აისა მანდის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მაგრამ მსაჯისგან ის დაუსჯელი დარჩა. შემდეგ არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა, საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა, რითაც ალჟირის ნაკრები 0:3 დამარცხდა.

მეორე ეპიზოდი მეორე ტაიმში იყო და ისიც პოტენციურ წითელ ბარათს ეხება: ალექსის მაკ ალისტერმა სახეში იდაყვი უთავაზა იბრაჰიმ მაზას, მაგრამ არბიტრისგან მომენტი უყურადღებოდ დარჩა.

ჯერჯერობით, ფიფას პასუხი უცნობია, მაგრამ როგორც წესი, მსგავსი საჩივრები მხოლოდ ფორმალობაა და რეაგირების გარეშე რჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171335