ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ტელეკომპანია TVE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.
მან ასევე ისაუბრა ლიონელ მესიზე და აღნიშნა, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
„კვირას მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ და, რა თქმა უნდა, ჩვენს სათამაშო სტილს გამოვავლენთ და ვაჩვენებთ, ვინ ვართ. ერთად ყველაფერს გადავლახავთ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 19 ივლისს ყველანი ერთად ვიქნებით. მალე შევხვდებით.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ჯერ არ ვარ 100%-ით და მთელი მატჩის სათამაშოდ მზად, ჯერ ნაადრევია.
მესის ჰეთ-თრიკი? მისი ყველა მატჩი ადასტურებს, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი კუმირი ნეიმარია, მაგრამ მესი საუკეთესოა. თუ ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი განზრახ ეძებენ სხვებს. ნამდვილი GOAT მესია“, - თქვა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტურში მოულოდნელად კაბო ვერდეს ვერ მოუგო (0:0), ხოლო მეორე ტურის მატჩს 21 ივნისს, საუდის არაბეთის ნაკრებთან გამართავს.





