მადრიდის „ატლეტიკო“ ახლოსაა „ლევერკუზენიდან“ ალეხანდრო გრიმალდოს ტრანსფერთან.
ესპანელ ფეხბურთელთან „როხიბლანკოს“ პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს, ალეხანდროსაც მადრიდულ გუნდში გადასვლა სურს.
ახლა კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებებს. გერმანელები 10 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს ითხოვენ და მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმდებიან.
30 წლის ალეხანდრო გრიმალდო „ბარსელონას“ აღზრდილია, მაგრამ სახელი „ბენფიკაში“ გაითქვა, სადაც 2015-2023 წლებში 303 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მას შემდეგ „ლევერკუზენშია“ და 145 შეხვედრაში 30 გოლით გამოირჩა, რაც მცველისთვის დიდებული სტატისტიკაა. ესპანეთის ნაკრებში მას 14 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.





