მადრიდის „რეალს“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ მაიკლ ოლისეს შეძენა სურს. ამის შესახებ ესპანური მედია ბოლო დღეებში აქტიურად წერს.
როგორც Marca იტყობინება, „სამეფო კლუბი“ მზადაა ორი წამყვანი ფეხბურთელი გაყიდოს, რათა ფრანგი შემტევი შეიძინოს. საუბარია ფედერიკო ვალვერდესა და ორელინ ჩუამენიზე.
მათ გასული სეზონის ბოლოს კონფლიქტი ჰქონდათ, რამაც შესაძლოა, კლუბს აფიქრებინოს მათთან განშორება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე Marca წერდა, რომ „რეალი“ მზადაა ოლისეს სანაცვლოდ 220 მილიონი ევროც კი გადაიხადოს.





