ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა ლამინ იამალის მდგომარეობაზე.
როგორც მან თქვა, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა და არ აპირებენ, რომ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით რისკზე წავიდნენ:
„გეგმა გვაქვს, მაგრამ ერთ თამაშს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ლამინი 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის, თუმცა, ჩვენს განკარგულებაშია. რისკზე წასვლა არ გვინდა. მას შეუძლია ერთი საათი ითამაშოს, მაგრამ არაა სწორი, რომ მისი დაკაგრგვა გავრისკოთ“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტურში მოულოდნელად კაბო ვერდეს ვერ მოუგო (0:0), ხოლო მეორე ტურის მატჩს 21 ივნისს, საუდის არაბეთის ნაკრებთან გამართავს.







