მადრიდის „რეალს“ მიმდინარე ზაფხულს ფრან გარსია დატოვებს. როგორც ჩანს, ესპანელი მარცხენა მცველი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის.
მით უფრო, მას შემდეგ, რაც „რეალმა“ მარკ კუკურელია შეიძინა, ნათელი გახდა, რომ გარსიას მომავალი კლუბში ეჭვქვეშაა. 26 წლის ფეხბურთელი შესაძლოა „ბეტისში“ გადავიდეს, რომელიც მისი შეძენით დაინტერესებულია.
ფრან გარსიას მიმდინარე სეზონში 108 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, მანამდე ის იჯარით „რაიო ვალეკანოში“ გამოდიოდა.





