ფეხბურთი

0:03 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და "კომო" ნიკო პასის სიტუაციას განიხილავენ

მადრიდის „რეალი“ და „კომო“ მომომავალ კვირაში შეხვდებიან, რათა ნიკო პასის სიტუაცია განიხილონ.

არგენტინელმა ბოლო ორი სეზონი იტალიურ გუნდში გაატარა, მაგრამ მასზე უფლებები „რეალს“ აქვს. „კომოს“ სურს პასის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება და ფეხბურთელსაც უნდა, რომ ლომბარდიაში დარჩეს.

თუმცა, პასის სიტუაციას „რეალი“ აკონტროლებს და გადაწყვეტილებასაც ესპანური კლუბი მიიღებს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჟოზე მოურინიოზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა, ახალგაზრდა შემტევი.

ნიკო პასმა „კომოს“ რიგებში 2024 წლიდან 75 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო „რეალში“ მას 8 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095469