აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს და 1/16-ფინალში უკვე გავიდა.
მაურისიო პოჩეტინომ ჯერ პარაგვაი გაანადგურა (4:1), ახლა კი ავსტრალიის ნაკრებს ძალიან დამაჯერებლად სძლია. აშშ-ს მეტოქე ამჯერად არ დაურბევია, მაგრამ ძალები დაზოგა, რომ მოენდომებინა, შეიძლება კიდევ გაეტანა, თუმცა, ამის საჭიროება არ ჰქონდა.
ამერიკელები ისევ სწრაფად დაწინაურდნენ: მე-11 წუთზე კამერონ ბერჟესმა ბურთი საკუთარ კარში მას შემდეგ, რაც ფოლარინ ბალოგუნმა გაარღვია მეტოქის დაცვის მარცხენა ფლანგი. ავსტრალიას, რომელმაც პირველ ტურში თურქეთი დაამარცხა, არაფერი გამოსდიოდა. უცნაური იყო ტონი პოპოვიჩის გადაწყვეტილება, რომელმაც ნესტორი ირანკუნდა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა - თურქეთთან მატჩის გმირი.
ავსტრალიის ნაკრებმა პირველი ტაიმის მიწურულს მეორე გოლიც გაუშვა: ამჯერად თავი ცენტრალურმა მცველმა ალექს ფრიმანმა გამოიჩინა, რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
მეორე ტაიმში მოედანზე არაფერი შეცვლილა, ამერიკა აკონტროლებდა სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია ცდილობდა სხვაობის შემცირებას.
ამრიგად, აშშ-ს 6 ქულა აქვს და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა, ბოლო ტურში კი 26 ივნისს, თურქეთის ნაკრებს შეხვდება. ავსტრალიას 3 ქულა აქვს და იმავე დღეს გადამწყვეტი მატჩი ელოდება პარაგვაისთან.
აშშ - ავსტრალია 2:0 (2:0)
სიეტლი, „ლუმენ ფილდი“
აშშ (3-5-2): ფრიზი; ფრიმენი, რიჩარდსი, რიმი; დესტი (სკალი 80), მაკკენი (რეინა 90), ადამსი, ტილმანი, რობინსონი (ტრასტი 80); ბალოგუნი (რაიტი 90), პეპი (ბერჰალტერი 74)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ავსტრალია (5-4-1): ბიჩი; იტალიანო, ჩირკატი, სუტარი, ბერჟესი (გერია 46), ბოსი; ლეკი (ვოლპატო 61), ონილი, ოკონ-ენგშტლერი (ირვინი 78), ველუპილაი (მეტკალფი 46); ტურე (ირანკუნდა 46)
მწვრთნელი: ტონი პოპოვიჩი
გოლები: 1:0 ბერჟესი (11, ა.გ), 2:0 ფრიმენი (43)
გაფრთხილება: რობინსონი (56), ბალოგუნი (89), რიჩარდსი (90) - ბოსი (16), ჩირკატი (32), სუტარი (88), იტალიანო (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 5 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
| # | გუნდი | თამაში (P) | მოგება (W) | ფრე (D) | წაგება (L) | გატანილი (F) | გაშვებული (A) | ბურთების ბალანსი (GD) | ქულა (Pts) |
| 1 | აშშ | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 1 | +5 | 6 |
| 2 | ავსტრალია | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 2 | 0 | 3 |
| 3 | თურქეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 2 | -2 | 0 |
| 4 | პარაგვაი | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 4 | -3 | 0 |







