ფეხბურთი

9:47 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

არც ქულა, არც გოლი: თურქეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა

თურქეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით და ბევრისთვის ფარული ფავორიტის რანგში ჩავიდა, ყოველ შემთხვევაში, იმ გუნდის სტატუსით, რომელიც თითქოს, ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ვინჩენცო მონტელას გუნდი უკვე გავარდა. თურქეთმა ჯერ ავსტრალიასთან წააგო უშანსოდ, ახლა კი პარაგვაის ნაკრებთანაც დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში ბოლო ადგილს ვერ გადაურჩება.

პარაგვაი მეორე წუთზე დაწინაურდა მატიას გალარსას გოლით. მიუხედავად იმისა, რომ თურქებს მთელი თამაში ჰქონდათ სიტუაციის შესაცვლელად, ვერაფერი მოახერხეს, გოლი ისევ ვერ გაიტანეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი უქულოდ და უგოლოდ დაკარგეს.

პირველი ტაიმის მიწურულს გუნდებს შორის ჩხუბი დაიწყო, რაც პარაგვაელი მიგელ ალმირონის გაძევებით დასრულდა. და რატომ გააგდეს? პირზე ხელი აიფარა და ისე საუბრობდა. ეს ახალი წესია, წითელი ბარათით ისჯება. თურქეთს მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ესეც ვერ გამოიყენა. ამრიგად, თურქეთი პირველია, ვინც ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩა.

საინტერესო სტატისტიკა: თურქეთმა ამ ორ მატჩში კარისკენ 62-ჯერ დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. 1966 წლის შემდეგ, საიდანაც ამ სტატისტიკას ითვლიან, საწყის ორ ტურში ამდენი უშედეგო დარტყმა მუნდიალზე არავის ჰქონია.

D ჯგუფს აშშ 6 ქულით ლიდერობს, ავსტრალიას და პარაგვაის 3-3 ქულა აქვთ, თურქეთს - 0. ბოლო ტურში აშშ თურქეთს და ავსტრალია პარაგვაის 26 ივნისს შეხვდება.

თურქეთი - პარაგვაი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გალარსა (2)

# გუნდი თამაში (P) მოგება (W) ფრე (D) წაგება (L) გატანილი (F) გაშვებული (A) ბურთების ბალანსი (GD) ქულა (Pts)
1 აშშ 2 2 0 0 6 1 +5 6
2 ავსტრალია 2 1 0 1 2 2 0 3
3 პარაგვაი 2 1 0 1 2 4 -2 3
4 თურქეთი 2 0 0 2 0 3 -4 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091434