ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მეორე ტურში ყველაფერი გამოასწორა.
კი, ჰაიტის ნაკრები ვერაფრის საზომად გამოდგება და შესაფასებლად ივარგებს, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდმა რომ კარგად ითამაშა, ეს ფაქტია. „სელესაომ“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა ყველაფერი და მეორე ნახევარს აბსოლუტურად აზრი დაუკარგა, რომელშიც ძალები დაზოგა.
საუკეთესო მათეუშ კუნია იყო, რომელმაც 23-ე და 36-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს ვინისიუსმა სხვაობა სამამდე გაზარდა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა.
ბრაზილიისთვის შედარებით სანერვიულო რაფინიას ტრავმა უნდა იყოს, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს. ჯერ მისი ტრავმის ხარისხი უცნობია. რაც შეეხება ჰაიტის ნაკრებს, მან უკვე დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი.
ორი ტურის შემდეგ ბრაზილია ჯგუფს მაროკოსთან ერთად ლიდერობს 4-4 ქულით, შოტლანდიას 3 ქულა აქვს - ჰაიტის არცერთი. აქ ბოლო ტურში 25 ივნისს, მაროკო ჰაიტის ნაკრებს შეხვდება, ხოლო შოტლანდიას იმავე დღეს ბრაზილიის ნაკრებთან დაპირისპირება მოუწევს.
ბრაზილია - ჰაიტი 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 კუნია (23), 2:0 კუნია (36), 3:0 ვინისიუსი (45)
| # | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | ბბ | ქულა |
| 1 | ბრაზილია | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 1 | +3 | 4 |
| 2 | მაროკო | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | +1 | 4 |
| 3 | შოტლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 0 | 3 |
| 4 | ჰაიტი | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 4 | -4 | 0 |







