თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში პარაგვაისთან მარცხის (0:1) და ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ისაუბრა:
„ბიჭებმა გასახდელი დამწუხრებულებმა უნდა დატოვონ, რადგან ყველანი ამ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ასევე თავაწეულებმა. საკუთარ თავს საყვედური არ უნდა უთხრა, რადგან ყველაფერი გაიღეს და თავდადებით ითამაშეს. მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ბოლო მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით.
ჩვენი მოვალეობაა ვაჩვენოთ ის სულისკვეთება, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ეს არის გაკვეთლი, რომელიც გუნდურად ზრდაში დაგვეხმარება.
პროფესიონაურ ფეხბურთში 35 წელია ვარ, ჩვეულებრივ ასეთი მატჩი 50 თამაშში ერთხელაა, მაგრამ გასაკვირია, რომ ჩვენს შემთხვევაში ზედიზედ ორჯერ მოხდა. ორ თამაშში 62-ჯერ დავარტყით და გოლი ვერ გავიტანეთ. ბურთის ფლობის მაჩვენებელზე აღარაფერს ვამბობ. იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მოედანზე ყველაფერი გააკეთეს და თავი მაღლა უნდა ჰქონდეთ, უბრალოდ ბედისწერას ვერსად გაექცევი“, - თქვა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები გახდა პირველი 1966 წლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში 1 გოლიც ვერ გაიტანა კარისკენ 62 დარტყმით. ბოლო ტურში მონტელას გუნდი მასპინძელ აშშ-ს შეხვდება და ტურნირს დატოვებს.







