ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჰაიტისთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, შეტევაში მეტი ინტენსივობითა და მონდომებით. პირველ მატჩთან შედარებით გავაუმჯობესეთ თამაში, მაგრამ შემდეგი მატჩისთვის კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. შეტევაში კარგად ვიმოქმედეთ, ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. სულ ხუთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ორი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ნეიმარი ხვალ ინდივიდუალურად ივარჯიშებს, ორშაბათს კი გუნდთან ერთად. შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ბოლო ტურში შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება.







