მონღილეთის დედაქალაქ ულან ბატორში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები ორი დღის შემდეგ უმედლოდ არიან.
მეორე საშეჯიბრო დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა კანადელ ჯასტინ ლემირს აჯობა, მაგრამ შემდეგ დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი გოგინაშვილთან დამარცხა და გამოსვლა დაასრულა.
ამავე წონაში გიორგი ტერაშვილი პირველივე წრეში სამხრეთკორეელ ან ჯაე ჰონთან ვერაფერს გახდა.
81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვლმა ასკერბი გერბეკოვს მოუგო, მაგრამ მერე იაპონელ იუჰეი ონოსთან წააგო.
ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა მონღოლი ლხაგვადულამ სარანცეგი დაამარცხა, მაგრამ ისრაელის ნაკრების წევრ მაია გოშენთან მარცხი განიცადა. ამავე წონაში მარიამ ჭანტურია უნდა გამოსულიყო, მაგრამ არ უასპარეზია.
ბოლო საშეჯიბრო დღეს ულან ბატორის გრანდ სლემზე ლუკა ჯავახიშვილი, ილია სულამანიძე, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.







