რონალდინიო იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენაში“ ჩაირიცხა, ოღონდ ჯერ უცნობია, როგორც ფეხბურთელი, თუ კლუბში უბრალოდ იმუშავებს.
„რავენას“ ვიცე-პრეზიდენტმა არიედო ბრაიდამ ANSA-ს ამის შესახებ განუცხადა:
„რონალდინიო ჩემპიონია, რომელსაც ასაკი არ აქვს. ჩვენნაირი კლუბისთვის ეს არაჩვეულებრივი ტრანსფერია, უახლოეს დღეებში წარვადგენთ. ითამაშებს კიდეც? ვნახოთ, მაგრამ ეს გამორიცხული არაა“, - აღნიშნა ბრაიდამ.
ცოტა ხნის წინ, ნიკოლო სკირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდინიო „რავენას“ აქციებს შეიძენს და კლუბის აქციონერი გახდება, რომელიც მას რეგისტრირებულ ფეხბურთელებს შორის შეიყვანს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ 46 წლის ბრაზილიელმა სერია C-ში ითამაშოს, რამდენიმე მატჩი მაინც.







