ფეხბურთი

16:21 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირო კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, ყველა ფორმალური ნაბიჯი გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ ისღაა დარჩენილი, რომ ბრაზილიელმა კონტრაქტს ხელი მოაწეროს და ტრანსფერის შესახებ გამოაცხადონ.

ამრიგად, კაზემირო „ინტერ მაიამის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მას მესისთან ერთად თამაში სურდა, რის გამოც არჩევანი ამერიკულ კლუბზე გააკეთა.

კაზემირომ კარიერა „სან პაულუში“ დაიწყო, შემდეგ „პორტუში“, „რეალში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161101