„დილას" 40 წლის ბერძენი სპეციალისტი დიამანტის ვავალისი გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის რანგში ნამუშევარი აქვს ყაზახურ „ჟენისსა" და ბულგარეთის უმაღლესის კლუბ „მონტანაში."
მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე კი იგი, ასისტენტ მწვრთნელად საბერძნეთის მთავარ ლიგაში, შემდეგ კლუბებში მუშაობდა: „ლამია", „პანსერაიკოსი", ,,ათრომიტოსი", „არისი" და „ასტერასი".
ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბში სამწვრთნელო პროცესს „რუსთავთან," მე-19 ტურის მატჩის შემდეგ შეუდგება. გუნდში მას ქართველი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე ეყოლება.
„დილა“ მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს - მანამდე გუნდში დიეგო ლონგო და ლევან კორღალიძე მუშაობდნენ.
გორის „დილა“ ეროვნულ ლიგაში 18 ტურის შემდეგ 23 ქულით მეშვიდე ადგილზეა და კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს „ვირტუსს“ შეხვდება.





