ფეხბურთი

21:24 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მოთამაშე მოედნიდან გააძევეს პირის ხელით დაფარვის გამო

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პარაგვაი თურქეთთან მატჩში ათი კაცით დარჩა.

45+3 წუთზე პარაგვაელმა ნახევარმცველმა მიგელ ალმირონმა წითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს მოედანზე ჩხუბი დაიწყო, რომლის დროსაც 32 წლის პარაგვაელმა პირი ხელებით აიფარა და თურქ მცველ მერტ მიულდურს რაღაც უთხრა, რაზეც თურქმა მაშინვე შეატყობინა მსაჯ ივან ბარტონს. სალვადორელი არბიტრი მონიტორთან მივიდა ინციდენტის გამეორების სანახავად და შემდეგ ალმირონი გააძევა მოედნიდან.

საბოლოოდ თურქეთმა 0:1 წააგო და მუნდიალს ნაადრევად დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097552