ფეხბურთი

22:55 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდებმა შვედეთი გაანადგურა

ჰიუსტონში მატჩის წინ საქარბუქო გაფრთხილება გამოაცხადეს, თუმცა იქაური სტადიონი მთლიანად გადახურულია და შეხვედრის გამართვას საფრთხე არ დამუქრებია, სამაგიეროდ შტორმი ნიდერლანდელებმა შვედებს პირველი წუთიდანვე მოუწყეს, შედეგად, მე-17 წუთისთვის რონალდ კუმანის შეგირდები უკვე 2:0 იგებდნენ, 12 წუთის ინტერვალში ინგლისური „სანდრლენდის“ 24 წლის შემტევმა ბრაიან ბრობიმ დუბლი მიითვალა.

„ნარინჯისფერები“ შემდეგაც აგრძელებდნენ მეტოქეზე ზეწოლას, თუმცა ნახევარი საათის თავზე შვედებმა ოდნავ გამოასწორეს ვითარება. განსაკუთრებით „არსენალის“ ვიქტორ დიოკერეში გააქტიურდა. საპასუხო ბურთიც გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა მაიკლ ოლივერმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო. „ლივერპულის“ ფორვარდმა კოდი გაკპომ 7 წუთის განმავლობაში დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. გაკპოს მეორე გოლი მე-100 აღმოჩნდა ნიდერლანდელებისთვის მუნდიალებზე. ადრე მსგავს შედეგს ბრაზილიის, გერმანიის, არგენტინის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებმა მიაღწიეს.

შემდეგ შეცვლაზე შესული ფეხბურთელების ჯერი დადგა. ჯერ ელანგამ გაიტანა ერთი საპასუხო, ბოლოსკენ კი სამერვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

ორი ტურის შემდეგ, F ჯგუფს 4 ქულით ნიდერლანდები ლიდერობს. 3-ქულიანი შვედეთი მეორე ადგილზეა. იაპონიას და ტუნისს შესაბამისად, 1 და 0 ქულა აქვთ. თიმცა მეორე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

ნიდერლანდები - შვედეთი 5:1 (2:0)

F ჯგუფი. 20 ივნისი. ჰიუსტონი. სტადიონი NRG

1:0, 2:0 ბრობი (5, 17), 3:0, 4:0 გაკპო (47, 54), 4:1 ელანგა (49), 5:1 სამერვილი (89)

ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, ვან ჰეკე, ვან დეიკი, ვან დე ვენი, დუმფრინსი, გრავენბერხი, რეინდერსი (ტილი 59), დე იონგი (კოოპმეინერსი 60), ბრობი (დეპაი 72), გაკპო (ლანგი 90), მალენი (სამერვილი 46)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

შვედეთი: ნორდფელდტი, ლაგერბილკე, ლინდელოფი, ჰინი, გუდმუნდსონი (სტრუდი 90+3), ბერნდჰარდსონი (ელანგა 55), კარლსტრიომი (ზენელი 56), აიარი (ალი 79), ნიუგრენი (ბერგვალი 56), დიოკერეში, ისაკი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

გაფრთხილება: გუდმუნდსონი (53), აიარი (75), ბერგვალი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10(7)-16(8), ბურთის ფლობა 51%-49%: , კუთხურები: 2-5, თამაშგარე: 3-3, ჯარიმები: 9-12

  1. ნიდერლანდები 2 1 1 0 7:3 4
  2. შვედეთი 2 1 0 1 6:6 3
  3. იაპონია 1 0 1 0 2:2 1

.4. ტუნისი 1 0 0 1 1:5 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.142217