ფეხბურთი

23:16 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატებზე მეკარეების მატჩების რაოდენობის რეკორდს დაამყარებს

გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის მეორე ტურის მატჩში მსოფლიო ჩემპიონატებზე მეკარეების თამაშების რაოდენობის რეკორდს დაამყარებს. მატჩი დღეს, 20 ივნისს, ტორონტოში (კანადა) გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

მანუელ ნოიერი გერმანიის სასტარტო შემადგენლობაშია კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ მატჩისთვის. მეკარე მსოფლიო ჩემპიონატზე 21-ეშეხვედრას ჩაატარებს და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს, უგო ლორისს (20) გადაასწრებს.

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089468