ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ვალენსიასთან“ უშანსოდ, 75:102 დამარცხდა.
პირველი მატჩი „ბარსას“ სტუმრად ჰქონდა მოგებული, ახლაც ეწვია მეტოქეს, მაგრამ ამჯერად წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 27 ქულით წააგო.
თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
სერიაში ანგარიში 1:1-ია, მომდევნო მატჩი კი 22 ივნისს, უკვე ბარსელონაში გაიმართება.







