ფეხბურთი

2:10 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დენის უნდავის გმირობა: პირველად 2014 წლის შემდეგ, გერმანია ჯგუფიდან გავიდა

არავინ იცის, ახლა გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ ტურში 6 ქულა ექნებოდა თუ არადა, 2014 წლის შემდეგ ჯგუფიდან გავიდოდა, რომ არა დენის უნდავი - 29 წლის ფორვარდი, რომელმაც დღეს ნაკრებში სულ რაღაც მე-11 მატჩი ჩაატარა.

გერმაინა კოტ დივუარის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ დიდი ხანი აგებდა. იულიან ნაგელსმანის გუნდს არაფერი გამოსდიოდა, კოტ დივუარი ძალიან კარგად იცავდა თავს და შეტევაშიც ნაყოფიერად გადადიოდა. ემერს ფაეს გუნდის აქტიურობა შედეგი გამოიღო. 30-ე წუთზე იან დიომანდემ მარცხენა ფლანგზე იოზუა კიმიხს აჯობა, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ამად დიალოს დარტყმა კი დაიბლოკა, მაგრამ დამატებაზე ყველას ფრანკ კესიმ დაასწრო და ანგარიში გაიხსნა.

კოტ დივუარმა ტაიმი მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში აგრძელდება მეორე ნომრად თამაშს. თუმცა, ორი შესანიშნავი მომენტი მიეცა გოლის გასატანად, რომლებიც ვერ გამოიყენა.

შემდეგ იულიან ნაგელსმანმა მოედანზე დენის უნდავის შეყვანა გადაწყვიტა - ფეხბურთელი, რომელსაც ამ მატჩამდე გერმანიის ნაკრებში 10 შეხვედრაში 7 გოლი ჰქონდა გატანილი. მან წინა ტურში კურასაოს ნაკრებთან ასევე შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ გოლით და ორი საგოლე პასით გამოირჩა, მიუხედავად ამისა, ნაგელსმანმა ახლა ისევ თადარიგში დატოვა.

თუმცა, მომდევნო ტურში ალბათ, უნდავს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, რადგან კოტ დივუართან მატჩი მისი ბენეფისი იყო: თამაშში ჩართვიდან 8 წუთში მან ანგარიში გაათანაბრა, როცა ნადიმ ამირის ჩაწოდებას გამოეხმაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. უნდავს 11 შეხვედრაში 9 გოლი აქვს უკვე ნაკრებში!

ამრიგად, გერმანიამ 2:1 მოიგო, 6 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გავიდა, რაც სხვათა შორის, პირველად მოხდა 2014 წლის შემდეგ, როცა საბოლოოდ, ჩემპიონიც გახდა. კი, შესაძლოა, უჩვეულო ამბავია, მაგრამ გერმანია 2018-2022 წლებში ზედიზედ ორჯერ ჯგუფში ჩარჩა.

კოტ დივუარს 3 ქულა აქვს და წესით, არც მას გაუჭირდება პლეი-ოფში მოხვედრა, რადგან ბოლო ტურში კურასაოს ნაკრებს უნდა შეხვდეს. გერმანელთა მეტოქე კი ეკვადორი იქნება.

გერმანია - კოტ დივუარი 2:1 (0:1)

ტორონტო, „BMO ფილდი“

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი; ტაა, შლოტერბეკი (რიუდიგერი 46), ბრაუნი; ნმეჩა, პავლოვიჩი (ამირი 60); სანე (ლეველინგი 60), მუსიალა (უნდავი 60), ვირტცი; ჰავერტცი (გორეტცკა 85)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

კოტ დივუარი (4-1-4-1): ფოფანა; სინგო (დუე 82), კოსონუ, აგბადუ, კონანი; სანგარე (ს. ფოფანა 75); დიალო (ადინგრა 75), კესი, ულაი, დიომანდე (პეპე 85); ბონი (გესანი 75)

მწვრთნელი: ემერს ფაე

გოლები: 0:1 კესი (30), 1:1 უნდავი (68), 2:1 უნდავი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 9 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ხუან ბენიტესი (პარაგვაი)

# გუნდი გატ გაშ ბალ ქულა
1 გერმანია 2 2 0 0 9 2 +7 6
2 კოტ დივუარი 2 1 0 1 2 2 0 3
3 ეკვადორი 1 0 0 1 0 1 -1 0
4 კურასაო 1 0 0 1 1 7 -6 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170121