ფეხბურთი

13:30 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრებს რაფინია გამოაკლდა

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი რაფინია შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებს.

ჰაიტის ნაკრებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმა არცთუ უმნიშვნელო გამოდგა, მას მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება.

უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება ის, მაგრამ ბოლო ტურში ნამდვილად ვერ ითამაშებს და ექიმები იმედოვნებენ, რომ პლეი-ოფისთვის ის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 25 ივნისს, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089644