ნიდერლანდების ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების რეკორდი გააუმჯობესა.
რაში მდგომარეობს ეს რეკორდი? ნიდერლანდებს მუნდიალზე ზედიზედ 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ისტორიაში საუკეთესოა. „ორანჯემ“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2010 წელს, ესპანეთის ნაკრებთან განიცადა მარცხი, დამატებით დროში.
ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში არ შედის პენალტების სერიაში წაგებები და 2010 წლის ფინალის შემდეგ ნიდერლანდებს მუნდიალზე პენალტების გარეშე მარცხი არ აქვს: 2014 წელს 7 მატჩი ჩაატარა წაუგებლად, სადაც ნახევარფინალში არგენტინასთან პენალტებში დამარცხდა, 2018 წელს მუნდიალზე ვერ გავიდა, 2022 წელს 5 მატჩი ჩაატარა დაუმარცხებლად, ტურნირს არგენტინასთან პენალტებში მარცხით გამოეთიშა და მიმდინარე მუნდიალზე 2 მატჩი ჩაატარა მარცხის გარეშე - სულ 14 თამაში.
აქამდე რეკორდი ბრაზილიას ეკუთვნოდა, რომელმაც 1958-1966 წლებში ზედიზედ 13 მატჩი ჩაატარა წაუგებლად.
აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ 1998 წელს, ხორვატიასთან მესამე ადგილისთვის მატჩში მარცხის (1:2) შემდეგ, ნიდერლანდებს მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ ორი მატჩი აქვს წაგებული (არ იგულისმება პენალტების სერია) – 2006 პორტუგალიასთან და 2010 წელს ესპანეთთან (დამატებით დროში). და, ამის ფონზე ნიდერლანდებს მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს მოუგია.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონიასთან 2:2 ითამაშა, ხოლო შვედეთს 5:1 მოუგო.







