ფეხბურთი

3:17 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

8-წლიანი პაუზის შემდეგ "მალაგა" ლა ლიგაში" დაბრუნდა

მალაგა ლა ლიგაში დაბრუნდა! ანდალუსიელებმა „ალმერიასთან“ ორმატჩიანი პლეი-ოფი დრამატულ ბრძოლაში მოიგეს.

პირველი მატჩი მალაგაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა „მალაგამ“ სტუმრად 2:1 მოიგო. სტუმრები 65-ე წუთზე ჩუპეს გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 6 წუთის შემდეგ დავიდ ლარუბიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. „ალმერიამ“ გაიბრძოლა, რათა მთელი სეზონის შრომა წყალში არ ჩაყროდა, ლეო ბაპტისტაომ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო.

„მალაგა“ ლა ლიგაში 2018 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. ამ 8-წლიან პერიოდშ იყო ძალიან დიდი ფინანსური კრიზისი, მესამე დივიზიონში თამაშიც კი და ი, „მალაგა“ დაბრუნდა ესპანური ფეხბურთის ელიტაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ანგარიშგასაწევი ძალაც იყო.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში „მალაგამდე“ „რასინგი“, სადაც გიორგი გულიაშვილი თამაშობს და „დეპორტივო“ გადავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155251