ფეხბურთი

10:18 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

15 მოგერიება, ისტორიული ქულა: კურასაომ ეკვადორთან არ წააგო

ეკვადორის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან დამაჯერებლად განვლო და მუნდიალზე მაღალი ამბიციებით ჩავიდა. ბევრიც მას ტურნირის ერთ-ერთ სიურპრიზად მიიჩნევდა.

თუმცა, გავიდა ორი ტური და, ეკვადორის ნაკრებს გოლიც არ გაუტანია. არადა, ეჭვი არავის ეპარება, რომ სამხრეთამერიკელები ორივე თამაშში მოგებას გეგმავდნენ. ჯერ მარცხი კოტ დივუართან, ახლა ფრე კურასაოსთან.

კი, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანამ, ტურნირზე ისტორიული, პირველი ქულა მოიპოვა.

დიკ ადვოკაატის გუნდის ეს წარმატება ყველაზე მეტად მეკარის, ელოი რომის დამსახურებაა, რომელმაც უბრალოდ იფრინა - ყველაფერი აიღო, აბსოლუტურად. მან შესანიშნავი სეივები განახორციელა და საბოლოო ჯამში 15 დარტყმა მოიგერია. კი, არ მოგეჩვენათ - 15 დარტყმა მოიგერია. ამრიგად, 37 წლის ვეტერანი მეკარე მატჩის მთავარი ფიგურა და გმირი გახდა.

შედეგად, 0:0 და კურასაოს ნაკრებმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ჯერ მუნდიალზე გავიდა, მერე პირველი გოლი გაიტანა (გერმანიასთან), ახლა გოლი არ გაუშვა და ქულაც მოიპოვა.

ეკვადორის ნაკრები კი ჯერჯერობით იმედგაცრუებაა, არადა, გუნდის შემადგენლობა მართლაც ძლიერია.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფში გერმანია 6 ქულით ლიდერია, კოტ დივუარს 3 ქულა აქვს, ეკვადორსა და კურასაოს - 1-1. ბოლო ტურში გერმანია ეკვადორს და კოტ დივუარი კურასაოს შეხვდება.

ეკვადორი - კურასაო 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091807