ფეხბურთი

10:54 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია სხვა დონეზეა: ტუნისი ისევ განადგურდა და ჯგუფში ჩარჩა

იაპონიის ნაკრებმა ნიდერლანდებთან (და, იქამდეც) დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელსაც მუნდიალზე შეუძლია შორს წასვლა.

შესაბამისად, მეორე ტურში ტუნისის ნაკრებთან ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება, მოულოდნელი სულაც არ არის. აზიელებმა აფრიკელებს აჯობეს, კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და ჰაჯიმე მორიასუს გუნდმა 4:0 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში ანგარიში დაიჩი კამადამ გახსნა, რასაც აიასე უედას გოლი მოჰყვა, ხოლო მეორე ტაიმში ჯერ ჯუნია იტომ შეაგდო, მერე უედამ დუბლი შეასრულა.

იაპონიამ 4 ქულა დააგროვა და პრაქტიკულად გავიდა ჯგუფიდან, ბოლო ტურში შვედეთს შეხვდება, რომელსაც სამი ქულა აქვს. ტუნისი უკვე ჩარჩა ჯგუფში, ორ ტურში 1 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა, წინ ნიდერლანდებთან თამაში აქვს, სადაც კარგს არაფერს უნდა ელოდოს.

ტუნისს ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა - შვედეთთან 1:5-ის მერე საბრი ლამუში გააგდეს, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა ვერაფერი შეცვალა. ზოგადად, ტუნისის ნაკრები უცნაური გუნდია - მუნდიალზე თითქმის ყოველთვისაა, მაგრამ ტურნირს ლამის ყოველთვის უსახელოდ ასრულებს. გამონაკლისი შეგვიძლია ორჯერ გავიხსენოთ: 1978 წელს, როცა მექსიკას აჯობა და პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, ვინც მუნდიალზე მოიგო და 2022 წელს, როცა ჯგუფში საფრანგეთი დაამარცხა.

ტუნისი - იაპონია 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 კამადა (4), 0:2 უედა (31), 0:3 იტო (69), 0:4 უედა (83)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096882