გერმანიის ნაკრების მცველმა ნიკო შლოტერბეკმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშოს.
გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა კოტ დივუართან მატჩში (2:1) და როგორც იულიან ნაგელსმანმა აღნიშნა, მდგომარეობა პოზიტიური არ არის:
„ნიკოს სავარაუდოდ იოგების ტრავმა აქვს, სიტუაცია კარგად არ გამოიყურება. უნდავი ძირითადში? შესაძლებელია. თუმცა, ის ამჟამინდელ როლში ძალიან კარგად თამაშობს. ორივე არჩევანი გვაქვს“, - აღნიშნა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო დენის უნდავმა ორ მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.







