ძიუდო

15:10 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დემეტრაშვილის ვერცხლის და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე

ულანბატორის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც მონღოლი ალტანბაგანა განტულგა, იაპონელი კანტა ნაკანო და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე სამხრეთკორეელი მინიონ კიმი იყო, რომელთანაც დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ, რომელმაც პირველ წრეში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა, შემდეგ ტაჯიკი ბაიმირატ მაიანოვს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან წააგო. რეპეშაჟში ილიამ ყაზახი მარატ ბაიკამუროვი დაამარცხა და მედლისთვის ემირატების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე არ გამოცხადდა და ქართველს ბრინჯაო ავტომატურად ერგო.

ამრიგად, საქართველომ ულანბატორის გრანდ სლემი ორი მედლით დაასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165695