ფეხბურთი

16:29 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსა: "არ შეიძლება მატჩის ოთხ ტაიმად დაყოფა, ეს თამაშზე უარყოფით გავლენას ახდენს"

ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას არ მოსწონს ფიფას ინიციატივა, რომლის მიხედვით, ორივე ტაიმის შუაში მატჩი ჩერდება, ე.წ. გამაგრილებელი პაუზის გამო:

„როდესაც მატჩის ოთხ ტაიმად გაყოფა გადაწყდა, არავის გაუთვალისწინებია, თუ რა გავლენას მოახდენდა ის, თუ რატომ გახდა ფეხბურთი ასეთი საყვარელი სპორტი. ადამიანებს გარკვეული რაღაცები უყვარდებათ და მოულოდნელად აღმოაჩენენ სხვებს. იყო წარმატებული ინოვაციები, როგორიცაა VAR-ი, რომელმაც გააუმჯობესა თამაში და უნდა იყოს პოპულარიზებული და დაფასებული. თუმცა, მატჩის დროს ასეთი შესვენებები ფეხბურთს არაფერს სძენს და ბევრს აკლებს“, - თქვა ბიელსამ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ახალ ნოვაციაზე, მატჩის შეჩერება შუა ტაიმში, კრიტიკული მოსაზრება არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა, მათ შორის, იურგენ კლოპმაც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097813