„დინამო თბილსის“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მცველი გიორგი ლომიძე შესაძლოა, ესპანეთში ან ნიდერლანდებში გადავიდეს.
ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება, რომ ესპანურ კლუბებს ნიდერლანდური კლუბები შეუერთდნენ და 18 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერზე მუშაობენ. სხვა დეტალები და კონკრეტული კლუბების სახელები უცნობია.
გიორგი ლომიძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანია, ხოლო „დინამო თბილისში“ მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა.





