ბელგიაში ჟერემი დოკუსთან დაკავშირებით პოლემიკაა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში დოკუ და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან.
ბელგიელმა ფეხბურთელმა ტურნირის დაწყებამდეც გადაწყვიტა, რომ ის აუცილებლად დაესწრება მეუღლის მშობიარობას და შესაბამისად, დატოვებს ნაკრების შეკრებას.
სწორედ ამიტომ, დოკუს ბელგიაში კრიტიკოსები გამოუჩდა და არა მარტო: ფრანგი ჟურნალისტი ფრანს პიერონი ამბობს: „მშობიარობა არის მომენტი, როცა მამა ნამდვილად არაა საჭირო. მას სიმბოლური როლი აქვს, ბავშვს ხელში დაიჭერ და ფოტოებს გადაიღებ, შემდეგ?“
ეს განცხადება საკმაოდ მოულოდნელია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი კი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილის დაბადებას ალბათ, ვერაფერი და არაფერი შეედრება.
აღსანიშნავია, რომ დოკუ ამჟამად ტრავმირებულია და მეორე ტურში ირანთან მატჩს გამოტოვებს. მისი შვილის დაბადება კი ივლისშია მოსალოდნელი.







