მადრიდის „რეალს“ ფრანგული „ლილის“ და მაროკოს ნაკრების ტალანტის, იუბ ბუადის შეძენას გეგმავს.
AS-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის თამაშით „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა მოხიბლულია და გადაწყვიტეს, რომ „ლილთან“ მოლაპარაკებები დააჩქარეს, რათა ტრანსფერზე შეთანხმებას მალე მიაღწიონ და კონკურენტებს დაასწრონ.
„ლილი“ ბუადის ადვილად და იაფად არ შეელევა, რადგან ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ბევრი გუნდი იჩენს.
აიუბ ბუადის საფრანგეთის ნაკრებში თამაში შეეძლო, მაგრამ მუნდიალის წინ მაროკოს ნაკრებში გამოიძახეს და ისიც დათანხმდა, შესაბამისად, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს.





