ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საუდის არაბეთთან მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენი თამაშის გეგმა მსგავსია, უბრალოდ მატჩები განსხვავებულია. შესანიშნავი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ტაიმი ვითამაშეთ, რაც უპირველეს ყოვლისა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მოვემზადოთ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, რომლებიც გველოდება. ურუგვაის წინააღმდეგ ძალიან რთული მატჩი იქნება.
ვერტიკალური თამაში იყო ის, რაზეც ყველაზე მეტად ვითხოვდით, რაც ფეხბურთელებთან განვიხილეთ და ყველანი შევთანხმდით, რომ მეტი ვერტიკალურობა და მეტი ინტენსივობა გვჭირდებოდა. ამ თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ზრდა და გაუმჯობესება.
ლამინი იდეალურ ფორმაშია მთელი მატჩის სათამაშოდ, ხოლო ოიარსაბალს რამდენიმე პატარა პრობლემა ჰქონდა, ყველაფრის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ის ყოველთვის განსაკუთრებულ თამაშს აჩვენებს“, - აღნიშნა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში ურუგვაის ნაკრებს შეხვდება.







