ფეხბურთი

1:07 | 22.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიამ ირანსაც ვერ მოუგო

ბელგიას ოქროს თაობა აღარ ჰყავს, მაგრამ არც ისე ცუდი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ტურის შემდეგ მოგება არ ჰქონდეს, იმის ფონზე, რომ ჯერ ეგვიპტეს ეთამაშა, შემდეგ - ირანს.

თუმცა, ეს ფაქტია, რუდი გარსიას გუნდმა ვერცერთი თამაში მოიგო და ჯგუფიდან გასვლის საკითხი სათუო გაიხადა.

ირანის ნაკრებთან ბელგია უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო, საბოლოოდ ნულოვანი ფრე. გოლი რომ არ გავიდა, ეს მეკარეების დამსახურებაა. ტიბო კურტუამ რამდენჯერმე გადაარჩინა ბელგია, მაგრამ უფრო მეტჯერ საქმეში ირანის ნაკრების მეკარე ალირეზა ბეირანვანდი ჩაერთო, რომელმაც საოცარი სეივებით კარი მშრალად შეინახა.

66-ე წუთზე ირანმა კარგი უპირატესობა მიიღო - ბოლო იმედის ჯარიმისთვის ცენტრალური მცველი ნათან ნგოი გააძევეს და ბელგიას 10 კაცით თამაში მოუწია, მაგრამ აზიელებმა ამით ვერ ისარგებლეს და გუნდები უგოლოდ დაზავდნენ.

G ჯგუფში ჯერჯერობით, ყველა მატჩი ფრედ დასრულდა: ბელგიას და ირანს 2-2 ქულა აქვთ, ბოლო ტურში ბელგიელები ახალ ზელანდიას, ხოლო ირანელები ეგვიპტეს შეხვდებიან.

ბელგია - ირანი 0:0 (0:0)

ლოს ანჯელესი, „სოფი სთედიუმი“

ბელგია (4-2-3-1): კურტუა; მუნიე (კასტანი 58), ნგოი, მეხელე, დე კუიპერი; რასკინი (ვანაკენი 58), ტილემანსი; სალმაკერსი (ლუკებაკიო 58), დე ბრუინი (ფერნანდეს-პარდო 87), ტროსარი; ლუკაკუ (ტეატე 73)

მწვრთნელი: რუდი გარსია

ირანი (4-5-1): ბიერანვარდი; ჰარდანი (ჯახანბახში 46), კანაანი, ხალილზადე, ნემატი; რეზაეიანი, ღოდოსი (მოგანლოუ 79), ჰაჯსაფი (მოჰამადი 66), ეზატოლაჰი (ჰოსეინზადე 85), მოჰები (ტორაბი 66); ტარემი

მწვრთნელი: ამირ ღალენოეი

გაფრთხილება: ლუკაკუ (3) - ეზატოლაჰი (33)

გაძევება: ნგოი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: დარიო ერერა (არგენტინა)

# გუნდი თამაში (P) მოგება (W) ფრე (D) წაგება (L) გატანილი (F) გაშვებული (A) ბურთების ბალანსი (GD) ქულა (Pts)
1 ირანი 2 0 2 0 2 2 0 2
2 ბელგია 2 0 2 0 1 1 0 2
3 ახალი ზელანდია 1 0 1 0 2 2 0 1
4 ეგვიპტე 1 0 1 0 1 1 0 1
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168607