კაბო ვერდეს ნაკრები ჯერ მუნდიალზე ისტორიაში პირველად გავიდა, რაც დიდი სენსაცია იყო, საკვალიფიკაციო ეტაპზე კამერუნს აჯობა - აფრიკული ფეხბურთის გრანდს.
თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კაბო ვერდე ტურისტის როლსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, ისტორიას წერს და ტურნირის მთავარი აღმოჩენაა - საფეხბურთო სამყარო ახლა კაბო ვერდეზე საუბრობს, რომელმაც მოახერხა და, არც ესპანეთთან წააგო, არც ურუგვაისთან!
ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ რეალობაა. „ლურჯი ზვიგენების“ კლანჭებს ჯერჯერობით ვერავინ გადაურჩა, ვერც მარსელო ბიელსას ურუგვაი, რომელიც პრობლემებშია და ეს ყველაფერი ადვილი შესამჩნევია - „სელესტეს“ აღარ ჰყავს ლუის სუარესის, ედინსონ კავანის და დიეგო ფორლანის დონის ფეხბურთელები. კარგი მათ რომ თავი დავანებოთ, არც მარსელო ზალაიეტას და დარიო სილვას.
კაბო ვერდე 21-ე წუთზე დაწინაურდა და ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატზე კევინ პინამ გაიტანა, პირდაპირ საჯარიმო დარტყმით! ურუგვაის ნაკრების უხეირო და უკბილო შეტევებისგან აფრიკელები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს მოკლე მონაკვეთში ორჯერ გაუშვეს: ჯერ ანგარიში მაქსიმილიან არაუხომ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ აგუსტიმ კანობიომ ურუგვაი დააწინაურა.
თუმცა, ბიელსას გუნდმა დაწინაურების შემდეგაც ვერ მოახერხა ვერაფერი, მეორე ტაიმში კაბო ვერდე გაცილებით მოტივირებული იყო მოედანზე, რამაც შედეგიც გამოიღო. 61-ე წუთზე ფერნანდო მუსლერასა და მატიას ოლივერას კოშმარული შეცდომით ელიო ვარელამ ისარგებლა და გაათანაბრა. მერე არაფერი შეცვლილა, დეპრესიულ ურუგვაის საამისოდ თავი არ ჰქონდა, კაბო ვერდესთვის ფრეც დიდი ისტორია იყო.
და, ბოლო ტურის წინ ჯგუფში საინტერესო ვითარებაა: ესპანეთს 4 ქულა აქვს, ურუგვაის და კაბო ვერდეს 2-2, ხოლო საუდის არაბეთს - 1. მესამე ტურში ურუგვაის მეტოქე ესპანეთია, კაბო ვერდესი კი საუდის არაბეთი. ეს გვაძლევს იმის გაფიქრის საშუალებას, რომ პლეი-ოფში გასვლის გაცილებით დიდი შანსი კაბო ვერდეს აქვს, ვიდრე ურუგვაის.
ურუგვაი - კაბო ვერდე 2:2 (2:1)
გოლები: 0:1 ლენინი (21), 1:1 არაუხო (44), 2:1 კანობიო (45), 2:2 ვარელა (61)







