ფეხბურთი

9:25 | 22.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული გამარჯვება და პირველი ადგილი ჯგუფში: ეგვიპტემ ახალი ზელანდია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მეორე ტურში ეგვიპტის ნაკრებმა ახალი ზელანდია 3:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა აქტიურად დაიწყო ახალმა ზელანდია, რომელმაც მე-15 წუთიწუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა, ტიმ პეინის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ფინ სურმანმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით საკუთარი ნაკრები დააწინაურა. „ოლ უაითსმა“ პირველი ნახევარი დამსახურებულად მოიგო და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ეგვიპტემ თამაში მკვეთრად გაააქტიურა. ჰოსამ ჰასანის გუნდმა ბურთის კონტროლი საკუთარ ხელში აიღო, შეტევები გაამწვავა და საბოლოოდ სამი გოლის გატანა მოახერხა. ეგვიპტელებმა 58-ე წუთზე ჯერ მოსტაფა ზიკოს გოლით ანგარიში გაათანაბრეს, 67-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის გოლით წინ გავიდნენ, ხოლო მატჩის 82-ე წუთზე ტრეზეგემ საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ეგვიპტემ ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და პლეი-ოფის საგზურისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მესამე ტურში „ფარაონები“ ირანის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ახალი ზელანდია ბელგიას შეხვდება.

გეტყვით, რომ ეგვიპტის ნაკრებმა ისტორიაში პირველ გამარჯვებასთან ერთად პირველად გაიტანა ერთ მატჩში 3 გოლი. აფრიკელებს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 8 მატჩი ჰქონდათ გამართული და მათ ანგარიშზე 5 წაგება და 3 ფრე იყო.


ახალი ზელანდია – ეგვიპტე 1:3 (1:0)

BC ფლეისი (ვანკუვერი, კანადა)

ახალი ზელანდია (4-2-3-1): კროკომბი; პეინი (ბინდონი 85), სურმანი, ბოქსალი, კაკაჩე (რენდალი 76); ბელი, სტამენიჩი; მაკკოვატი (თომასი 66), სინგჰი (თომასი 76), ჯასტი (დე ვრისი 85); ვუდი (კ)

მწვრთნელი: დარენ ბეიზლი

ეგვიპტე (4-2-3-1):
შობეირი; ჰანი, იბრაჰიმი, ფათი (რაბია 41), ფატუჰი; ატია, ლაშინი; ზიკო (აბდელკარიმი 76), სალაჰი (კ) (აბდელმაგიდი 85), აშური (ზიზო 85); მარმუში (ტრეზეგე 76)

მწვრთნელი: ჰოსამ ჰასანი

გაფრთხილება: ლაშინი (17), სინგჰი (20), მაკკოვატი (34)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები:
11 (5) – 19 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი:
ომარ ალ ალი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

#გუნდითამაშები მოგება ფრე წაგება გატანილი გაშვებული ბურთების სხვაობაქულა

1 ეგვიპტე 2 1 1 0 4 2 +2 4
2 ირანი 2 0 2 0 2 2 0 2
3 ბელგია 2 0 2 0 1 1 0 2
4 ახალი ზელანდია 2 0 1 1 3 5 -2 1
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178909