ფეხბურთი

12:01 | 22.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირანის ნაკრების მწვრთნელი: "ბელგიას ძალიან გაუმართლა, მოგება შეგვეძლო"

ირანის ნაკრების მთავარ მწვრთნელმა ამირ ღალენოეიმ ბელგიის ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ბელგიის ნაკრებს ძალიან გაუმართლა, რადგან მის ნაკრებს მოგება შეეძლო.

"ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ვფიქრობ მოგებაც შეგვეძლო. ბელგიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ მათ ძალიან გაუმართლათ, რომ გოლი არ გაუშვეს. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან მიმდინარე მუნდიალზე არაერთ სირთულესთან გვიწევს გამკლავება და მიუხედავად ყველაფრის მოედანზე მათ ბოლომდე იბრძოლეს. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა ღალენოეიმ.

შეგახსენებთ, რომ G-ჯგუფს ეგვიპტე ლიდერობს 4 ქულით, ირანს და ბელგიას 2-2 ქულა აქვთ, ხოლო ახალი ზელანდიას 1 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ირანი სწორედ "ფარაონებს" შეხვდება, ხოლო ბელგიის ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090023