ფეხბურთი

12:19 | 22.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გონსალუ რამუში: "იმედი მაქვს ფინალში გავალთ, რადგან ამისთვის ქორწილის თარიღი შევცვალე"

პორტუგალიისა და "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელმა გონსალუ რამუშმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ნაკრები ფინალში გასვლას მოახერხებს, რადგან ამის გამო მან ქორწილის თარიღი შეცვალა.

„ჩემი ქორწილი 25 ივლისს იქნება, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ. სინამდვილეში, ქორწილი 18 ივლისს უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამო გადავდეთ. იმედი გვაქვს, რომ მინიმუმ ფინალში გასვლას მოვახერხებთ", - განაცხადა რამუშმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები K-ჯგუფში იმყოფება, სადაც პირველ შეხვედრაში ყველასთვის მოულოდნელად დრ. კონგოსთან ფრედ 1:1 ითამაშა. მომდევნო მატჩს პორტუგალია 23 ივნის უზბეკეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173134