არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან რომერო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის "ტოტენჰემს" დატოვებს. ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელი რობერტო დე ძერბის გეგმებში აღარ შედის, ამასთან ერთად მის ტრანსფერზე "დეზებმა" რამდენიმე წინადადება უკვე მიიღეს.
კრისტიან რომეროს დამატებით ყველაზე მეტად კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული, თუმცა არგენტინელის სახელს მადრიდის "ატლეტიკოსაც" უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან რომერო „ტოტენჰემში“ 2021 წლიდან თამაშობს და 156 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე არგენტინელი „ბელგრანოს“, „ჯენოას“ და „ატალანტას“ ღირსებას იცავდა.





