მადრიდის "რეალისა" და ბელგიის ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ ირანთან ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ ჟურნალისტ ალბერტო პერეიროს ინტერვიუ მისცა, სადაც მან მის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მუნდიალი შესაძლოა მისთვის ბოლო იყოს.
"შესაძლოა ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იყოს. ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიმიღია და ამაზე ტურნირის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მინდა "რეალში" კიდევ 4-5 წელი დავრჩე და კარიერა სწორედ ამ კლუბში დავასრულო. მადრიდში უკვე 8-წელია ვთამაშობ და გასულ წელს ახალი კონტრაქტი გავაფორმე", - განაცხადა კურტუამ.
34 წლის ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში მან ნაკრების მაისური 109 მატჩში მოირგო. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ბელგიელი "რეალში" 2018 წლიდან თამაშობს და ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდელებთან 2027 წლამდე აკავშირებს.





