ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგუიმ, სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს უპასუხა და მებრძოლთან ურთიერთობის დასრულების შესახებ ისაუბრა.
„ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნიშნავს დარჩენას ნებისმიერ ფასად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე სიყვარულით სავსე ნაბიჯი უკან დახევაა, რათა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს თავად შეხედოს. სიყვარულით, საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ვილოცოთ, რომ ამ პროცესის გავლით ისინი იმ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, როგორადაც ღმერთს სურს. ეს გეგმები იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. საუკეთესო ხსნა პირადული ხსნაა“, — განაცხადა ჯორჯინამ.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასევე აღნიშნა, რომ ილია თოფურია ბრძოლის შემდეგ არასდროს ენახა „ასე ცუდად ნაცემი", რაზეც ჯორჯინამ უპასუხა:
„ეს მტკივნეული და გულისმომკვლელია. ზოგჯერ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა მათ, ვინც გვიყვარს, ტკივილის გადატანა არ მოუწიოთ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან შემიძლია, თანაგრძნობის და სიყვარულით მხარდაჭერა", - დაწერა ჯორჯინამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, ქართველმა მებრძოლმა ამ ბრძოლაში დიდი ზიანი მიიღო, რის გამოც მას 180 დღით ოქტაგონზე დაბრუნება აეკრძალა.







