მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გარდა იმისა, რომ J ჯგუფის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს, მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდება, შეძლებს თუ არა ლიონელ მესი ისტორიის გადაწერას და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის მოპოვებას. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ალჟირთან შესრულებული ჰეთ-თრიქით უკვე გაუთანაბრდა მიროსლავ კლოზეს 16-გოლიან რეკორდს და ახლა მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა აშორებს პირველ ადგილზე ერთპიროვნულად ყოფნას.
არგენტინისა და ავსტრიის ნაკრებებს ერთმანეთთან აქამდე ორჯერ უთამაშიათ - 1980 წელს არგენტინამ მეტოქე 5:1 დაამარცხა, ხოლო 1990 წელს გამართული მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): ემილიანო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან რომერო, ლისანდრო მარტინესი, ფაკუნდო მედინა, როდრიგო დე პაული, ალექსის მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, ტიაგო ალმადა, ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი.
ავსტრიის სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ალექსანდერ შლაგერი, კონრად ლაიმერი, ფილიპ ლიენჰარტი, დავიდ ალაბა, ფილიპ მვენე, ნიკოლას ზაივალდი, ხავერ შლაგერი, რომან შმიდი, კარნი ჩუკვუემეკა, მარსელ ზაბიცერი, მარკო არნაუტოვიჩი
შეხვედრის მთავარი მსაჯი - ამინ მოჰამედ ომარი. ეგვიპტელი მსაჯი თამაშში საშუალოდ 2.67 ყვითელ ბარათს უჩვენებს, ხოლო წითელ ბარათს - საშუალოდ 0.27.
სტადიონი - AT&T (არლინგტონი).
არგენტინის მხრიდან პირველ ტურში სამივე გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა, საგოლე გადაცემა კი დე პოლმა და ნიკო გონსალესმა შეასრულეს.
რაც შეეხება ავსტრიის ნაკრებს, გოლები რომანო შმიდმა და მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანეს, ხოლო საგოლე გადაცემა მხოლოდ ხავერ შლაგერმა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პირველ მატჩებში გაფრთხილება ამ ნაკრებთაგან არცერთს მიუღია.
არგენტინისა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.





