16:16 | 22.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო შლოტერბერკისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია

გერმანიის ნაკრებისა და "ბორუსია დორტმუნდის" მცველის, ნიკო შლოტერბეკისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა.

როგორც სამედიცინო კვლევების პასუხებმა აჩვენა, 26 წლის ფეხბურთელს მარცხენა კოჭის შიდა იოგის მძიმე დაზიანება აქვს და მინიმუმ ორი თვით უქმობა მოუწევს. შლოტერბერკმა აღნიშნული დაზიანება კოტ-დ’ივუართან გამართულ მატჩში მიიღო.

შლოტერბერკმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო. მან კურასაოსთან მოგებულ 7:1 მატჩში გოლის გატანაც მოახერხა.

0.090254