საქართველოს 20წ. მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დღეს, ტესტ მატჩი ახალ ზელანდიასთან გამართეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს 22:19.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 7:7 დასრულდა, მეორე ნახევარიც დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ირაკლი ყოლბაიას ბოლო წუთზე დადებული ლელოთი მოუგეს.
უმცროსმა ბორჯღალოსნება მეტოქეს სულ ოთხი ლელო დაუდეს, ყოლბაიას გარდა თავი, მიხეილ შიოშვილმა, ლუკა ტაბატაძემა და ლუკა ნარსიამ გამოიჩინეს. ერთი გარდასახვა კი თემურ ძოძუაშვილის ანგარიშია.
ცნობისთვის, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს.







