ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის მეოთხედფინალში შვედ ელიას იმერთან დამარცხდა.
ნიკოლოზმა პირველი სეტი ძალიან დამაჯერებლად 6:2 მოიგო, მაგრამ შემდეგ თამაში ასე კარგად ვერ გააგრძელა. მეორე სეტი მეტოქემ 6:3 აჯობა ქართველს, ხოლო გადამწყვეტი მესამე სეტი შვედმა ტაიბრეიკზე მოიგო (10:8).
საბოლოოდ ბასილაშვილი 6:2, 3:6, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა 7 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქეს კი 12 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.







