გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ლიდერი „რუსთავი“ 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
რამაზ სოლოღაშვილის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა, როცა სამჯერ გაიტანა. ანგარიში შოთა შეყილაძემ ეფექტური დარტყმით გახსნა, ხოლო მალევე მოჰამედ კანტემ სხვაობა გააორმაგა.
75-ე წუთზე დავიდ ოლივეირამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და 3:0.
„დილამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 26 ქულა აქვს და მეექვსეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 აგვისტოს, „იბერიას“ შეხვდება. ახლა ეროვნულ ლიგაში პაუზაა, მანამდე „დილა“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს „ვირტუსს“ შეხვდება. გორელებს ამიერიდან ბერძენი მწვრთნელი დიამანტის ვავალისი უხელმძღვანელებს.
„რუსთავი“ 32 ქულით ჯერ ისევ ლიდერია, 8 აგვისტოს კი „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
„დილა“ – „რუსთავი“ 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 შეყილაძე (62), 2:0 კანტე (68), 3:0 ოლივეირა (75, ა.გ)





