ლიონელ მესიმ მიროსლავ კლოზეს რეკორდი მოხსნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ავსტრიის წინააღმდეგ ლეომ მუნდიალზე მე-17 და მე-18 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ მას გატანა მატჩის სტარტზეც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.
მესის 18 გოლის გასატანად 28 მატჩი და 6 მსოფლიოს ჩემპიონატი დასჭირდა - 2006 წელს 1 გოლი გაიტანა, 2010 წელს არ გაუტანია, 2014 წელს - 4, 2018 წელს - 1, 2022 წელს - 7 და მიმდინარე მუნდიალზე უკვე 5 გოლი აქვს.
ასე რომ, მესიმ ბოლო ორ მუნდიალზე 12 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა მანამდე ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა ხუთეული ასეთია:
1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 18 გოლი (28 მატჩი)
2. მიროსლავ კლოზე (გერმანია) - 16 (24)
3. რონალდო (ბრაზილია) - 15 (19)
4. გერდ მიულერი (გერმანია) - 14 (13)
5. კილიან მბაპე (საფრანგეთი) - 14 (15)
მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 10 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. უკანასკნელი 10 მატჩიდან მხოლოდ პოლონეთთან ვერ გამოირჩა შედეგიანი მოქმედებით.
ისიც ვთქვათ, რომ მუნდიალზე მან მესამე პენალტი ვერ გაიტანა: 2018 წელს ისლანდიასთან, 2022 წელს პოლონეთთან და 2026 წელს ავსტრიასთან.







