„ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელად მარტინ დემიკელისი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
არგენტინელმა სპეციალისტმა გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
მარტინი გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, რადგან 7 წლის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა.
სამწვრთნელო კარიერაც „ბაიერნის“ მეორე გუნდში დაიწყო, შემდეგ „რივერ პლეიტსა“ და „მონტერეის“ ავარჯიშებდა, ბოლოს კი „მალიორკაში“ იყო, რომელიც ლა ლიგიდან გავარდა.





