ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში წაგებების სერია შეწყვიტა, მაგრამ ისევ ვერ მოიგო.
დირკ შეუსტერის გუნდი მას შემდეგ ვერ იგებს, რაც ქართულ დერბიში „დინამო თბილისი“ დაამარცხა - ზედიზედ სამი წაგება და ახლა ფრე „სპაერთან“.
„ტორპედომ“ „სპაერს“ უმასპინძლა და სამ ქულას გეგმავდა, მაგრამ ვერაფერი გაახერხა, მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგო და ფრე - 0:0.
„ტორპედოს“ ასეთ ცუდ ფორმაში ყოფნა ემთხვევა ევროტურნირებს, სადაც სულ მალე იმერული გუნდი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ „ზირას“ შეხვდება.
„ტორპედო“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში 8 აგვისტოს, „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 22 ქულით მერვეა და „დინამო თბილისს“ შეხვდება.







